დღეის მდგომარეობით ავერსის, პსპ- ს და ციტმედის აფთიაქებში იყიდება ხარისხისნი სამედიცინო პირბადეები (EN14683Type IIR), - ამის შესახებ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გადავამოწმე საბუთები, ყველა ინფორმაცია და შესაბამისობა დასტურდება, მადლობა, რომ მომხმარებლებს აწვდით ხარისხიან სამედიცინო პირბადეების. ხარისხის შენარჩუნება არის მუდმივი პროცესი, იმედია თქვენ შეინარჩუნებთ არსებულ ხარისხს და ასევე არსებულ ფასს . იქნებით მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ, იმ შემთხვევაში თუ ხარისხი დაიკლებს ან ფასი აიწევს, ამის შესახებ ვაცნობებ საზოგადოებას“, - წერს ფხაკაძე.