გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, საერთაშორისო ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია და ატარონ სამედიცინო პირბადე.
“ბატონი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და თქვა, რომ პირბადეების გამოყენება საქართველოში შემცირდა და რომ საშინელება არის, თქვენ ხო ხვდებით საითკენ მიდის ეს ყველაფერი. ქვეყანა ხომ გახსნეს, მთელი მსოფლიო არის ჩაკეტილი, ყველგან არის ვირუსი, ჩინეთზე არ მაქვს ლაპარაკი. საქართველოში ყველაფერი "კარგად არის", ვირუსი არ არის, ჯანდაცვის სისტემა დალაგებული არის და ა.შ მთავრობა ახლა თამაშობს ძალიან ცუდ თამაშს, ახლა ცდილობენ რომ თქვენ დაგაბრალონ, “თქვენი ბრალია რომ ვირუსის გავრცელება გაიზარდა”. მე ხომ გითხარით, რომ აპრილში იქნება მესამე ტალღა, გითხარით გაგაფრთხილეთ, ზოგმა გამლანძღა, ზოგმა შემაგინა, ახლა ამბობენ, რომ შემცირდა პირბადის მოხმარება, ეს არის რაღაც “ბჟუტური” რის საფუძველზე აცხადებენ “აბოლებენ” ხალხს", - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ლაივში მსმენელს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოშ წარმოებული საბავშვო პირბადეები 18-დან 20 თეთრამდე ეღირება.
"რჩევებს ვაძლევდი, მითითებებს ვაძლევდი, ყურიდან-ყურში ატარებენ ყველაფერს. ჩემ სიტყვებს გაიხსენებთ, აპრილში რომ მესამე ტალღა მოდის ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამაზე აღარც ვსაუბრობ, მთელს მსოფლიოში ვირუსის გავრცელება 7%-ით მოიმატა, საქართველოში ყველაფერი ისევ დაბლა არის იმიტომ რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენი ერთადერთი იარაღი არის პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია. გაავრცელონ თუნდაც იუმორისტული ტიპის აუდიო, ფოტო ან ვიდეო მოწოდებები სოციალურ ქსელში და ამ მეთოდით მოუწოდონ ერთმანეთს, რომ ატარონ სამედიცინო პირბადე", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ