გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” არასამედიცინო პირბადის გაყიდვის გამო აკრიტიკებს.
“ეს არის კრიმინალი, ბოიკოტი- ,,GPC-ის " და ,,ფარმადეპოს"! არასამედიცინო პირბადეებს ყიდიან ამ სააფთიაქო ქსელებში, ეს არის ერის ღალატი, როცა პანდემიის დროს აფთიაქში ყიდი არასამედიცინო პირბადეს და ასაღებ როგორც სამედიცინო“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
მისივე, განმარტებით პირბადეზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სამედიცინო სტანდარტი - “EN14683 Type IIR”.