პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მისი თანა მდებობიდან წასვლის შესახებ განცხადაბა გააკეთა.
როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადება: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/261110462220142