“მოგეხსენებათ, რომ არ გვიდგას საქართველოში ინვესტორების რიგები, არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ საერთოდ არცერთ დარგში. „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დაუსრულებელი ხმაური უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმს“ ენერგეტიკოსმა გიორგი არაბიძემ განუცხადა.
მისივე ტქმით, ქვეყანა პრაქტიკულად სანთლით ეძებს ინვესტორს.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს პროექტი არის მისაღები უნდა აშენდეს, რომ არ დავაფრთხოთ ინვესტორები. მსგავსი სიტუაციები ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე”, - აღნიშნა მან სააგენტოსთან საუბარში.