ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით, 2023 წლის 20 აპრილს, საფრანგეთში, ბორდოში არსებულ ღვინისა და ცივილიზაციების ცენტრში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
დეგუსტაციაში, რომელიც ორ ეტაპად გაიმართა, ქართული ღვინის 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გაისინჯა ქართული ღვინის 8 ნიმუში :
შატო მუხრანი - გორული მწვანე 2019;
გურამიშვილის მარანი- საგურამო 2018;
ნაღდი მარანი-წარაფი 2016;
დუგლაძის ღვინის კომპანია- საფერავი რეზერვი 2014, ნაბერაული ვაინს- რაჭული მწვანე 2020;
წინანდლის მამულები -წინანდალი2020;
შატო ბუერა- რქაწითელი 2019;
ლიპარტიანის ღვინის სახლი- შატო ლიპარტიანი 2013;
დეგუსტაციის მოდერატორი გახლდათ ფრანგი ღვინის ექსპერტი კლემანს ჟირო.