კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯია” ბოლო რამოდენიმე წელია ავითარებს ღვინის სპის მიმართულებას კახეთში. ღვინის ველნეს მიმართულება უკონკურენტოა რეგიონში და უნდა აღინიშნოს, რომ სხვა განვთარებულ ქვეყნებშიც კი იშვიათად თუ შეხვდებით ღვინის სპას და ბიო პროდუქციას, თუნდაც იქ სადაც ყველაფერი ღვინოზეა.
შუხმანის ღვინის შატო მდებარეობს კახეთში სოფელ კისიხევში, იქ სადაც ყველაფერი სწორედ ღვინოსთან არის კავშირში.
კომპანია "შუხმან ვაინს ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი, რომელსაც კახეთში ვესტუმრეთ გვიყვება, რომ აქ ყველაფერი ღვინის სიყვარულით დაწყო და ეს ჯერ კიდევ ბევრად ადრე, 8000 წლის წინ, მაშინ როდესაც საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და მეღვინეობა - მევენახეობა დაიბადა.
მან, ენთუზიაზმით გაგვასინჯა ღვინო და გვაზიარა ღვინის კოსმეტიკას, მერე კი ღვინის კოსმეტიკის ახალი მიმართულებების შესახებ გვიამბო.
„მოხარულნი ვართ ჩვენს ერთგულ დამსვენებელს შევთავაზოთ ჩვენი ღვინის კოსმეტიკის ახალი მიმართულებები. ჯამში, ახალი 7 ჯადოსნური კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ჩვენი ვენახებიდან და ჯადოსნური ყურძნის წიპწისგან, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს. ქართული ენდემური ყურძნის ჯიშები არამხოლოდ ღვინოში ავითარებს უნიკალურ თვისებებს, არამედ, ახლა უკვე ყურძნის კოსმეტიკაშიც, რისი შემქმნელებიც ვართ ჩვენ. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა და მომხმარებლებამდე ყურძნის წიპწის ჯადოსნური თვისებები სხვადასხვა სახის კანისა და სხეულის მოვლის საშუალებით სიყვარულით მოგვეტანა", - გვიყვება ნუცა აბრამიშვილი.
მისივე თქმით, ქართული ვაზი იმდენად უნიკალურია, რომ მას არამხოლოდ ღვინოში აქვს განვითარების პერსპექტვები არამედ შესაძლებელია მისი გადატანა კოსმეტიკაში.
"ჩვენი მიზანი იყო ღვინის ჯადოსნური სიძლიერის სხეულზე გადატანა და მისი უნიკალური თვისებების დამტკიცება უკვე კანზე. მე თავად მოვიხმარ აქტიურად ჩვენს პროდუქციას და ზოგადად მომხრე ვარ მეტი ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის ყველაფერში. შესაბამისად ასეთი უნიკალური პროდუქციის მოხმარება ხელშესახებია პირველივე წუთებიდან, მითუმეტეს თუ მას ჩვენი ღვინის თერაპიებიც ახლავს, როგორიცაა გაჯანსაღება, როგორც სხეულის ისე სულის. ღვინის სპა ამის ჭეშმარიტ შედეგს გვაძლევს. ჩვენი სლოგანი თავიდანვე იყო „ჩვენ ვაკეთებთ საქმეს რომელიც აბედნიერებს“. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ყველა მიმართულებაში ეს დავამტკიცოდ", - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ შუხმანის შატოში, მდებარე ღვინის სპაში სრულდება სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი ღვინის თერაპიები, სარელაქსაციო მასაჟები, ყურძნის წიპწის ზეთით თუ სკრაბით. ყველა პროცედურის წინ რეკომენდირებულია ღვინის აბაზანის მიღება. ღვინის სპაში ვიზიტი ნამდვილი თავგადასავალია არამხოლოდ უცხო ქვეყნის სტუმრისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. ის იმდენად ემოციურია რომ ბევრ სტუმარს ბედნიერების ცრემლებიც კი წამოსვლია.
7 ჯადოსნური პროდუქტი შუხმანის ღვინის კოსმეტიკისგან:
1) Grape seed oil for face and body/ყურძ.წიპწის ზეთი სახის და ტანისთვის
2) Grapes seed body scrub/ყურძ.წიპწის ტანის სკრაბი
3) Handmade soap with grape seed oil/ხელნაკეთი საპონი ყურძ.წიპწის ზეთით
4) Handmade soap with grapes seeds/ხელნაკეთი საპონი ყურძ.წიპწით
5) Vino -Hydra. Grapes Seed Oil Face Serum/ვინო-ჰიდრა.ყურძნ. წიპწის სერუმი.
6) Grapes Seed Overnight Recovery Oil/ყურძნ.წიპწის ზეთის ღამის აღმდგენი ზეთი
7) Grape seed Face Scrub/ყურძნ.წიწის სახის სკრაბი
მისამართი: Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA
კახეთი, თელავის რაიონი, სოფელი კისისხევი
(რ)