ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის „Bleeker Wijnimport“ ორგანიზებით, ნიდერლანდების
სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით, წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის კომპანიის, საშუალო და მცირე მარნების პროდუქცია.
ქართული ღვინის დეგუსტაციას ადგილობრივი ღვინის ექსპერტები დაესწრნენ: სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-ამდე ადამიანი. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია.
ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა ორ ნაწილად: ზოგადი პრეზენტაცია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მევენახეობის რეგიონების, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიების და სხვა საკითხების შესახებ და მეორე ნაწილი იყო უშუალოდ ქართული ღვინის დეგუსტაცია (WalkAround Tasting). საკუთარი პროდუქცია სტუმრებს თავად ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს.