
ამ დროისთვის გერმანული მხარის მიერ გადმოგზავნილია ინფორმაცია 632 ვაკანტური ადგილის შესახებ, - ამის შესახებ დასაქმების სააგენტოში საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMES განუცხადეს.
მათივე თქმით, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანული მხარე იღებს, საქართველოდან საპასუხოდ გაიგზავნა 730 განაცხადი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ადამიანი გაემგხავრა გერმანიაში დასაქმების მიზნით, სააგენტოში აცხადებენ,. რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გერმანიაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით ჯამში ოთხი ჯგუფი, საქართველოს 54 მოქალაქე გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში დროებითი, ლეგალური დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე ვადით.