jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. 
 
1 მაისიდან, კვირაში ორი სიხშირით ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება.
 
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
 
 
 
815