გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას რუსული ჯარების შესაჩერებლად იარაღს მიაწვდის. განცხადება შტაინმაიერმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ უკრაინაში, კრემლთან ნორმალური ურთიერთობა ვერ იქნება.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შტაინმაიერთან შეხვედრაზე უარი თქვა რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო.