ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ მთელი ეს ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს.
გებრეისუსმა ასევე გააკრიტიკა პრესა ეთიოპიაში მიმდინარე სისასტიკეების არასათანადოდ გაშუქების გამო და აღნიშნა, რომ რეგიონში ხალხი ცოცხლად დაწვეს.
გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, გაურკვეველია, მართლა აქცევს თუ არა მსოფლიო თანაბარ ყურადღებას შავკანიანებისა და თეთრკანიანების ცხოვრებას.
„ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები და როცა ამას ვამბობ, ეს მტკივა, რადგან მე ამას ვხედავ“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.