„ნერგები ევროპიდან“ მომხმარებელს შტამბოვანი ვარდის ნერგებს სთავაზობს.
როგორც სანერგეს ხელმძღვანელმა მარიამ ელიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმს“ განუცხადა, შტამბოვანი ვარდის ნერგები, შემოაქვთ ევროპიდან. ვარდი არის დამყნობილი ფრანგულ საძირეზე -,,ფრანგული ხე”, არის ყინვაგამძლე, უძლებს რთულ პირობებს, ხარობს საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
მისივე თქმით, ვარდზე მოთხოვნა მისი განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე ყოველთვის მაღალია, ვინაიდან ვარდი არის სურნელოვანი და უხვადმოყვავილე, ყვავილობს გვიან შემოდგომამდე, ზამთარში კოკორი აქვს და არ იშლება სიცივის გამო, მისი ეს თვისებები მცენარეების და ყვავილების მოყვარულ ადამიანებში ინტერესს ზრდის.
მოვლის დეტალები
მარიამმა ჩვენთან საუბრისას ისაუბრა იმაზეც თუ როგორი მოვლა ჭირდება ვარდს:
„გაზაფხულის დადგომასთან ერთად მოთხოვნაც იმატებს და ხშირად მეკითხებიან მოვლაზე, თუ რა სჭირდება ვარდს რომ კარგად გაიხაროს, ვარდი საჭიროებს შეწამლას სოკოვან დაავადებებზე, ნაცარზე და ბუგრზე, სასურველია ორგანული კვება ადრე გაზაფხულზე და ყვავილობამდე, ზამთრში სასურველია გასხვლა. ნერგის სიმაღლე 120 დან 150 მადე. ნერგი რომელსაცჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს არის ერთი წლის, ცოცხლობს მინიმუმ 15-20 წელი.“ - განმარტა მან.
მრავალფეროვანი შეთავაზება
სანერგე მომხმარებელს სთავაზობს ერთფერიანი შტამბის ჯიშებს, როგორიცაა: Monica, Samba, Lambada, Sharl de gol, Vivaldi, Maria antonieta, Big burple, Old port, Ani denike, Mini yellow, Durbanville, Flame, Landora, New fashion, Duble de light. ორფერიანი შტამბი და სამფერიანი შტამბი.
გარდა ამისა, სანერგეში შეიძენთ მცენრის სხვა ნერგებსაც ესენია: კანადური, წითელი ნეკერჩხლის ნერგი და სხვადასხვა ხეხილის ნერგი.
სანერგე მდებარეობს: მოსკოვის გამზირზე, ნაკადულის 2ა, თუმცა მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მიტანის სსრვისით, თუ შეკვეთა რეგიონებიდანაა სანერგე აორგანიზებენ გაგზავნას რეგიონებშიც. ვარდების ფასები შემდეგნაირად ნაწილდება - ერთფერიანი შტამბი ღირს 50₾, ორფერიანი შტამბი 65₾, ხოლო სამფერიანი შტამბი 80₾.
საკონტაქტო: 588881247
(რ)