„დიდი შვიდეული“ (G7) 2026 წლის თებერვალში რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასების ორი ლიმიტის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ერთი ლიმიტი ნედლ ნავთობზე პრემიუმ-ფასებში მოვაჭრე პროდუქტებზე, ხოლო მეორე ფასდაკლებით მოვაჭრე პროდუქტებზე გავრცელდება.
5 თებერვლიდან ავსტრალიისგან, კანადისგან, იაპონიისგან და აშშ-ისგან შემდგარი კოალიცია, ასევე, 27 ქვეყნისგან შემდგარი ევროკავშირი რუსულ პროდუქტებზე, კერძოდ, დიზელის საწვავზე, ნავთზე და მაზუთზე ფასების ლიმიტის დაწესებას გეგმავს.
თუმცა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების შეზღუდვა უფრო რთულია, ვიდრე მხოლოდ ნედლ ნავთობზე ფასების ლიმიტის დაწესება, რადგან მათი ფასი ხშირად შეძენის ადგილზე არის დამოკიდებული და არა წარმოების ადგილზე.
ცნობისთვის: 3 სექტემბერს ევროკავშირმა ბარელ რუსულ ნავთობზე ფასების ლიმიტი 60 დოლარიდან 47.60 დოლარამდე შეამცირა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში იქნა მიღებული. შეზღუდვას, ასევე, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, იაპონია და ახალი ზელანდია შეუერთდა.