
კომპანია „ევროვაგონკა„ 2015 წელს დაარსდა, დაარსების დღიდან, როგორც კომპანიაში ამბობენ, ოპერირება ქართულ ბაზარზე როგორც ხის მასალების იმპორტიორებმა დაიწყეს.
ბიზნესის პირველი ნაბიჯები
კომპანიას თავისი საწარნმო ჰქონდა, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის ხე-ტყის მასალებს აწარმოებდა. იმ დროისთვის, ყველა ის მასალა, რაც კომპანია “ევროვაგონკას” დღეს იმპორტის სახით შემოაქვს და აწვდის მომხმარებელს, ადგილზე იწარმოებოდა, თუმცა, როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, ბაზარზე გარკვეული ცვლილებები მოხდა, რის შედეგადაც მიწოდების სისტემა სრულიად შეიცვალა და ადგილზე წარმოებულმა პროდუქციამ კონკურენტუნარიანობა დაკარგა. რის შემდეგ, კომპანიის მენეჯმენტმა მისი პოლიტიკის გადასინჯვა განახორციელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეწყო იგივე პროდუქციის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან. დღეს უკვე კომპანიაში თამამად ამბობენ, რომ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, რის შედეგად ამ სფეროში, ერთ-ერთ ძლიერ კომპანიად ჩამოყალიბდნენ. “პირველ სამეულს თუ ავიღებთ აუცილებლად ვხვდებით ამ სამეულში.” - ასე გვპასუხობენ კომპანიაში კითხვაზე თუ რა ადგილი უკავია კომპანიას ბაზარზე.
კომპანიაში ამ ეტაპისთვის 10 ადამიანია ასაქმებული, თუმცა მათივე გეგმებშია გაფართოება და დამატებით ადამიანების დასაქმება.
წარმატება ხარისხშია
კომპანია „ევროვაგონკა“ დღეს მომხმარებლებს სთავაზობს ხის, მოსაპირკეთებელ მასალებს, ისეთებს როგორიცაა „ევროვაგონკა“, შტილი, ხის იატაკი, ბლოკჰაუსი, ასევე, კიბის საფეხურებს, ხის რიკულებს, სხვადასხვა სახის დასამთავრებელ აქსესუარებს, რაც გამოიყენება ხის სახლის მშენებლობისას, ავეჯის დაფებს, მასიური ხის კარებებს, კონსტრუქციისათვის საჭირო მშრალ ფიცარს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, მათივე განმარტებით მასალები დამზადებულია სხვადასხვა ჯიშის ხისგან: ნაძვის, ფიჭვის, ლარიქსის, არყის ხის, მომავალში იგეგმება ასევე ვერხვის შემოტანა და ა.შ. 

ხის მასალების გარდა კომპანია სთავაზობს მომხმარებელს ხის დაცვის საშუალებებს, სპეციალურ ანტისეპტიკურ ხის დასამუშავებელ ლაკ-საღებავებს, ასევე, აალებისგან დამცავ საშუალებებს, ხანძრისგან დაცვა, ჭიებისგან, ლიქენებისგან, სოკოებისგან, ლპობისგან დაცვა, სპეციალურ სამაგრ სისტემებს, ე.წ. კლიპსებს და სპეციალურ შურუპებს, რომლის საშუალებითაც ხდება ზემოთ აღნიშნული მასალების დამონტაჟება.
კომპანიაში დეტალურად აგვიხსნეს, თუ საიდან ხდება მასალების იმპორტი. მასალების იმპორტი ხორციელდება რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან, სხვადასხვა მსხვილი მწარმოებლებისგან. საქართველოს მასშტაბით კი, პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ყველა რეგიონში და ასევე კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ხის კარკასული კოტეჯების მშენებლობით დაკავებულ კომპანიებთან, როგორიცაა კომპანია „ოდაჰაუსი“ (რედ: ბმულის საშუალებით შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ), რომელიც მომხმარებელს ხის თანამედროვე კოტეჯებს სთავაზობს.
კომპანიის სლოგანია - ხის მასალების მრავალფეროვანი არჩევანი
რაც შეეხება კომპანიის მიზნებს, როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ხის მოხმარების კულტურა, ხარისხი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, შეიტანონ საკუთარი წვლილი, რომ ეს ყველაფერი იყოს მაღალ დონეზე შესრულებული. ვინაიდან ცნობილია, რომ თვითონ შესრულების ხარისხი და მასალების ხარისხი საკმაოდ მოიკოჭლებს საქართველოში და ცდილობენ ამ ყველაფერში მაღალი სტანდარტები დანერგონ.
“ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას, ვუწევთ კონსულტაციას, ვაძლევთ გარკვეულ მიმართულებებს, როგორ უნდა მოხდეს გამოყენება და ამიტომ, ალბათ ცუდი არ იქნება თუ აირჩევენ ჩვენს კომპანიას” - განმარტავენ კომპანიაში. 

ხის მალსალები ტრენდულია
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ინტერიერში სულ უფრო ხშირად გვხვდება ხის ელემენტები, ასევე ფასადების, რესტორნების და სასტუმროების დიზაინში, ხის სახლებმა და კოტეჯებმა კი საერთოდ რეკორდები მოხსნა. რაც ხის ელემენტების გამოყენების დადებით ტენდენციაზე მიუთითებს, მაგრამ საჭიროა ასევე ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ამ მიმართულებით მეტი ყურადღება მომხმარებლის მხრიდან.
ფასი ყოველთვის მნიშვნელოვანია
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, კომპანიაში გვითხრეს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ხის მასალები საკმაოდ გაძვირებულია, როგორც კომპანის ხელმძღვანელობაში აცხადებენ 70 – 80 % - ით არის გაზრდილი ხის მასალაზე ფასები ბოლო ერთ წელის განმავლობაში.
კრიზისი - შესაძლებლობაა
რაც შეეხება პანდემიას და მისგან გამოწვეულ კრიზის, როგორც ბევრ სხვა ბიზნეს “ევროვაგონკასაც” ჰქონდა გარკვეული სირთულეები, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ “ბიზნესში კრიზისი - ეს არის შესაძლებლობა” და საკითხის ამ კუთხით დანახვის შემთხვევაში შესაძლებელია, ბევრად მეტის და ბევრად კარგი საქმის კეთება. ამიტომაც, ასეთ კრიზისს კომპანია დამაბრკოლებელ ფაქტორად არ მიიჩნევს და პესიმიზმის საფუძველს არ აძლევს., პირიქით, რაც არ გვკვლავს - ის გვაძლიერებს”,- განაცხადეს კომპანიაში.