სახლის რემონტს თუ ახლა იწყებთ და ხარისხიან, დახვეწილ კერამიკულ ფილებს ეძებთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად გამოგადგებათ. ჩვენ მოგიყვებით ბრენდზე, რომელიც ესპანეთის ბაზარზე 1957 წელს გამოჩნდა და დღესაც ინარჩუნებს ლიდერობას. ამ ბრენდის შეძენა ექსკლუზიურად გორგიაში შეგიძლიათ.
ისტორია:
ვივესი მსოფლიოში აღიარებული ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის ფილების წარმოებით. ესპანეთში დაფუძნებული ბრენდი გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და ტექნოლოგიებით.
დაარსების დღიდან ბრენდმა დატოვა უნიკალური კვალი ფილების სექტორში, შექმნა პროდუქტები, რომლებიც განსხვავებული ხასიათითა და დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა.
საერთაშორისო პროექტები:
დღესდღეისობით ვივესი 80-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობს. ვივესის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მსხვილ პროექტებში, რაც მსოფლიო მასშტაბით ბრენდის ცნობადობას ზრდის.
ვივესის გამორჩეული დიზაინის ფილებს იყენებენ ხუთვარსკვლავიან სასუმროებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა და კაფეებში.
ვივესი ხარისხის სადარაჯოზე:
ხარისხი Vives Ceramica-სთვის ძირითადი ღირებულებაა. თითოეული ფილა დამზადებულია საგულდაგულოდ შერჩეული მასალებით, რათა უზრუნველყოს სიმტკიცე, გამძლეობა და მოვლის სიმარტივე. პროდუქციის ხარისხი აღიარებულია რამდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატით:
ISO 9001 სერტიფიკატი, რომელიც უზრუველყოფს, რომ ბრენდი მიყვეს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტს. ის გარანტიას იძლევა, რომ ყველა პროდუქტი შეესაბამებოდეს უმაღლესს ხარისს.
ISO 14001 სერტიფიკატი, რომელიც ეხება გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტებს და ადასტურებს ვივესის ვალლდებულებას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მიმართ. კომპანია მკაცრად იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს და იყენებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს.
LEED (Leadership in Energy and Environmental Design) სტანდარტი, რომელიც ბრენდს აძლევს საშუალებას მონაწილეობა მიიღოს მწვანე მშენებლობის პროექტებში
ვივესის ფილების შეძენა შეგიძლიათ როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ- GORGIA.GE-ზე.