ერთ-ერთი საუკეთესო მოიერიშე პილოტი, უკრაინელი პოლკოვნიკი ალექსანდრე ოქსანჩენკო დაიღუპა. პილოტი საჰაერო ბრძოლის დროს მტრის დარტყმას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, პოლკოვნიკი რუსეთის საოკუპაციო ავიაციის ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას ცდილობდა რა დროსაც ის დაიღუპა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოქსანჩენკოს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.