
კომპანია "ეკოვუდს" საერთაშორისო ვაჭრობის დროს გამოსაყენებელი ხის მასალის ფიტოსანიტარიული ღონისძიებების საერთაშორისო ISPM 15-ის სტანდარტის მარკირების უფლება მიენიჭა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმს“ კომპანია „ეკოვუდის“კორპორაციული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ISPM 15-ის სტანდარტის მარკირება ადასტურებს, "ეკოვუდის" მიერ წარმოებულ, საერთაშორისო ვაჭრობისას (ექსპორტი, რეექსპორტი) გამოსაყენებელი ხის შესაფუთი მასალის ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დამუშავების, დამზადების და HT მარკირების რეგულირებას.
"აღნიშნული სტანდარტის მარკირება, საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ, „ეკოვუდის“ მიერ წარმოებული შესაფუთი ხის მასალით, ექსპორტი-რეექსპორტი ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში. შესაფუთ ხის მასალაში იგულისხმება: ნებისმიერი სტანდარტის პალეტი, არასტანდარტული ყუთი, სპეციალიზირებული შეფუთვა და სხვა... ამრიგად, ISPM 15-ის სტანდარტის მარკირება, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია "ეკოვუდისთვის", რაც დაეხმარება კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულად ინტეგრირებაში." - განაცხადა გიორგი სრესელმა.
ცნობისთვის, „ეკოვუდი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და დღეს უკვე 300-ზე მეტი სახეობის ხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.