კომპანია „ეკოვუდმა“ მონაწილეობა მიიღო გაყიდვების ასოციაციის მიერ გამართულ გამოფენაში - „ადამიანები ბიზნესის უკან“.
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „ეკოვუდში“ განუცხადეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 50-მდე კომპანია.
მათივე ინფორმაციით, გამოფენა „ადამიანები ბიზნესის უკან“ Sales Association მხარდაჭერით და ორგანიზებით განხორციელდა.
„გვიხარია, რომ გამოფენა ნაყოფიერი აღმოჩნდა, „ეკოვუდი“ მონაწილეობდა როგორც ასოციაციის წევრი. ბევრი საინტერესო შეხვედრა გაიმართა "ეკოვუდის" საგამოფენო სტენდთან, ვიზიტორებმა ასევე დიდი სურვილი და მზაობა გამოთქვეს როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებში თანამშრომლობაზე და ჩართულობაზე“,– განმარტავენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე შესაძლებელი იყო სხვისი გამოცდილების გაზიარება, ახალი კონტაქტების შეძენა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. ეს იყო კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვინც უკვე მართავს მსხვილ, საშუალო თუ მცირე ბიზნესს, ასევე მათთვის ვინც ახლა იწყებს ან აპირებს რომ დაიწყოს საკუთარი საქმე.