კომპანია „ეკოვუდმა“ განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — ბრენდმა ახალი შოურუმი ოფიციალურად გახსნა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი სივრცე მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილზე გაეცნონ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, დეტალურად დაათვალიერონ მასალების ხარისხი და მიიღონ პროფესიონალური კონსულტაცია.


„ეკოვუდის“ წარმომადგენლების განცხადებით, შოურუმის გახსნა კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მომსახურების სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
კომპანია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ერთგულ მომხმარებლებს ნდობისთვის და აღნიშნავს, რომ სწორედ მათი მხარდაჭერა არის განვითარების მთავარი მოტივაცია.