შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომპანია „ეკოვუდი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და პროტესტის ნიშნად აჩერებს იმპორტს რუსეთიდან.
"დღეის მდგომარეობით, კომპანიას გააჩნია პროდუქციის მიმდინარე და გზაში მყოფი მარაგები, რომლითაც შევძლებთ ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილებას, რაც შეეხება ბაზრის დივერსიფიცირებას, ვმუშაობთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთელი რესურსით კანადასთან, აფრიკის ქვეყნებთან, ინდოეთან, ინდონეზია და მალაიზიასთან, რათა დროულად მოხდეს ჩანაცვლება აღნიშნული ბაზრის", - აცხადებენ კომპანიაში
როგორც კომპანიაში აცხადებენ,უახლოეს მომავალში ახალი საწარმო გაიხსნება.
"გვინდა გაცნობოთ, რომ USAID/Georgia-ს და Enterprise Georgia-ს მხარდაჭერით თანამედროვე ხის გადამამუშავებელი საწარმო მალე ჩაეშვება (Made in Georgia) და შემოგთავაზებთ უფრო მეტ დაპროფირებულ და შედგენილ საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციას", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის შესახებ უფრო მეტის ნახვა შეგიძლიათ აქ: https://ecowood.ge/