ხვალ „მეგალაინის“ სავაჭრო ცენტრში „ეკოვუდის“ პირველი ექსპრეს ფილიალი იხსნება, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „ეკოვუდი“–ში განუცხადეს.
კომპანია "ეკოვუდის" მარკეტინგისა და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის გიორგი სრესელის განმარტებით, ხვალ, „ეკოვუდის“ პირველი ექსპრეს ფილიალი დიდუბეში, მეგალაინის სავაჭრო ცენტრში გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება: სხვადასხავა ბუნებრივი ხის სახეობისგან დამზადებული მაგიდის და სამზარეულოს ზედაპირები; საავეჯე დაფები; კიბის საფეხურები; აკაციის სატერასე ფილები; 3D დეკორატიული პანელები; ასევე პოლონური წარმოების Altax-ის ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავები და უკრაინული წარმოების WECO-ს ხის დაცვითი საშუალებები; ხის ანტისეპტიკი და ცეცხლსაწინააღდმეგო.
„ექსპრეს ფილიალის მოდელი საპილოტეა, დავაკვირდებით და დიდი სურვილი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სხვა ლოკაციაზეც გავხსნათ. რადგან ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ეკოლოგიურად, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული პროდუქციის მოთხოვნის ტენდენცია მზარდია, შესაბამისი გადაწყვეტილება იყო იმით განპირობებული, რომ შეგვექმნა, კიდევ ერთი ხელშესახები ადგილი ქალაქის ცენტრში, სადაც ყველა ძირითადი პროდუქცია თავს მოიყრიდა და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემდა უფრო ახლოს და მარტივად ენახა ეკოლოგიურად სუფთა სივრცის მოსაწყობი პროდუქცია. აქ მომხმარებლები მიიღებენ კონსულტაციას და რჩევებს მათ საჭირო საკითხებზე გამოცდილი სპეციალისტებისგან, ასევე შეძლებენ პროდუქციის შეძენა, შერჩევა-შეკვეთას და ა.შ“, – განაცხადა გიორგი სრესელმა.
აღსანიშნავია, რომ 15, 16, 17 ივნისს, მომხმარებლებს ადგილზე დახვდებათ, გახსნასთან დაკავშირებით 10 %-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე.