დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს.
„გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესში არ არის. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – წერია 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია: „ახლა რთული პერიოდია. როგორც საქართველოს მეგობრები, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და მისცენ საქართველოს საშუალება, გააგრძელოს პროცესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“.