celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ეტაპობრივად, ნაბი-ნაბიჯ პირველ რიგში შიდა სივრცეების გახსნაზე, რომელიც გაიხსენება მცირედით უფრო რთულ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მობილობა, რისიც ეშინიათ ეპიდემიოლოგებს", - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
 
რესტორატორებსა და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
 
"სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხსნათ ჩვენი ობიექტები, თუმცა თარიღი სამწუხაროდ არ იყო ნათქვამი, მაგრამ პირველივე საკოორდინაციო საბჭოზე იქნება გაჟღერებული ჩვენი შეთავაზებები. თუ აქამდე 6 ადამიანი იყო დაშვებული მაგიდასთან, ახლა საუბარია 4-ზე, პირობითად 44 ადამიანის შეკრება იყო შესაძლებელი, ახლა შემცირებულია 30 ადამიანამდე, ანუ მაქსიმუმი ზღვარი დაწესდება და კვადრატულობის მიხედვით განისაზღვრება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
 
მისი თქმით, ბიზნესის სურვილია გახსნა 22 თებერვალს მოხდეს, თუმცა რეალურად მიაჩნიათ რესტორნებს შიდა სივრცეების გახსნის შესაძლებლობა მარტის პირველი რიცხვებიდან მიეცეთ.
 
სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეების დროულ გახსნასთან ერთად, შაბათ-კვირას საქმიანობის უფლებას და კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვდა, თუმცა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხაროდ მიღებული არ არის და ამის მოლოდინი არც ბიზნესს ჰქონდა.
 
1334