დღეს, მოძრაობა „სოცაფეთქება“ და კოვიდ რეგულაციებით დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას გამართავენ.
როგორც ორგანიზაროტებმა საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს განუცხადეს, დღეს, 15:00 საათზე, მოძრაობა "სოცაფეთქება" და კოვიდ რეგულაციებით დაზარალებული სატრანსპორტო კომპანიები, ტურ-ოპერატორები აქცია-მსვლელობას გამართავენ.
მათივე განცხადებით, აქცია-მსვლელობა რიყის პარკიდან დაიწყება.