ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს გამართული საპროტესტო აქცია ორკესტრირებულია და ორგანიზატორების გულრწფელობის არ სჯერა.
როგორც ბედინეიშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან განაცხადა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მასთან ერთად მთელი მთავრობა მართლაც უნდა გადადგეს, მაგრამ არა ნამახვანჰესის გამო.
“არ ვიცი ამ ადამიანების მოტივაცია მართლა რა არის, იქ შეიძლება იყვნენ ადამიანები ვინც მართლა გულწრფელად წუხდნენ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მაგრამ ბევრი რაღაცა ისეთი მესმის აქციაზე, მაგალითად ის, რომ კეთდება ანტითურქული განცხადებები. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური ძალებიც უერთდებიან ამ პროტესტს, როგორიც არიან კომუნისური პარტია, იქეთ მოფაშისტო ელემენტები”, - განაცხადა ბედინეიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაცია ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც ისედაც კატასტროფულია ქვეყანაში.
“საინვესტიციო კლიმატი ისედაც ნულზეა, კატასტროფულია და არ ვიცი თუ შესაძლებელია უფრო გაუარესება. მე თუ მკითხავთ, ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მას მთავრობაც უნდა მიჰყვეს, მაგრამ ნამახვანის პროექტი არ არის ის მიზეზი რატომაც უნდა გადადგეს მთავრობა, მთავრობა უნდა გადადგეს იმიტომ რომ ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა, გინდა ეკონომიკურად და გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით, გნებავთ კრიმინალის თუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ყველანაირი თვსლსაზრისით “ჩაფლავებულია” ქვეყანა. არ მჯერა დღევანდელი აქციის პროტესტანტების გულრწფელი მოტოვების, მე მგონია, რომ სინამდვილეში ეს არის რაღაც ორკესტრირებული ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, რაღაც ქსენოფობიური და ანტიკაპიტალისტური ლოზუნგებით", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.