დღეს დილიდან 200-ზე მეტმა რესტორანმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა და მიტანის სერვისიც გააუქმა. სარესტორნო ბიზნესი 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებულ აქციას #სოცაფეთქება შეუერთდებიან.
კერძო სექტორი კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას გახსნას ეკონომიკა, რადგან მათი თქმით, სტუმართ-მასპინძლობის სფერომ ყველანაირი რესურსი ამოწურა.
„ჩვენი მთავარი წერტილი ამ მდგომარეობამდე მიყვანის არის ის, რომ სამწუხაროდ 2 დღის წინ, როდესაც ჩვენ შევხვდით ვიცე პრემერს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ჯანადცვის მინისტრს, ეპიდემიოლოგს, იქ არ გამოვლინდა ჩვენი პრობლემის გაზიარება, პირიქით მოხდა იმაში დარწმუნება, რომ ჩვენ ვართ ცუდი ადამიანები და ცუდი საზოგადოება, რომ როგორ ვამბობთ ასეთ სიტუაციაში, როცა ამდენი ადამიანი იღუპება, რომ რესტორნები გავხსნათ. ამან გამოიწვია მთავარი პროტესტი.
200-ზე მეტი რესტორანი გათიშავს დელივერი სერვისს, ხელისუფლებამ მიირთვას მოხარშული სოსისი და ვნახოთ როგორ წავალთ წინ. იმიტომ, რომ მალე ეს სექტორი ამ სიტუაციაში იქნება. ჩვენი მესიჯი არის ის, რომ კვების დაწესებულებების სფერო ძალიან მალე აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მოვუწოდებ ხელისუფლებას მოგვისმინონ და გახსნან ჩვენი სექტორი და გახსნან ეკონომიკა, ამის იქით გზა აღარ არსებობს, რადგან ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს კვების სექტორს“, - აცხადებს გასტრონომთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი.