"დელიკატომ" თბილისში ინგოროყვას #22-ში კაფე გახსნა. აქამდე კომპანია "დელეკატო" მრავალწლიანი გამოცდილებითა და კრეატივით, ფურშეტებისა და ღონისძიებების კვების სერვისს უწევდა უზრუნველყოფას.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ზაქარაია "ბიზნესთაიმთან" განმარტავს, "დელიკატოს" კაფის სამზარეულოს ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი პიცის ცხობის ოსტატობაში, იტალიელი შეფ-მზარეული ლორენცო აიელო უხელმძღვანელებს. შეფი კომპანია "დელიკატოსთან" ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია საქართველოს. გამოცდილი იტალიელი შეფი "დელეკატოს" მომხმარებლებს დიდებული ოსტატობითა და ნამდვილი იტალიური გემოებით გაანებივრებს.
მისივე თქმით, ოფისში, სახლში თუ ღია ცის ქვეშ, "დელიკატო" უზრუნველყოფს უგემრიელესი ლანჩის მრავალფეროვან მენიუს და სერვისს.
ზაქარაია აღნიშნავს, რომ "დელიკატოს" ფურშეტი ნებისმიერი ღონისძიებისთვის იდეალური არჩევანია და გამოცდილი მზარეულების მიერ საუკეთესო ინგრედიენტებით მომზადებული მადისაღმძვრელი კერძები სრულყოფილი წვეულების გარანტიაა.
"ბიზნესთაიმი" აღნიშნულზე სიცილიური საკვებისა და ღვინის სპეციალობების საერთაშორისო სპეციალისტს შეფ ლორენცო აიელოსაც გაესაუბრა: - "ძალიან მიხარია რომ თბილისში ჩამოვედი და ეს წინადადება მივიღე, ქართველები გემოვნებიანი ხალხია, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს. ნამდვილი იტალიური პიცა და ზოგადად იტალიური სამზარეულო ქართველებს მოსწონთ და უყვართ. იტალიური პიცა არ უნდა იყოს მხოლოდ ბანერზე დაწერილი წარწერა, როცა დააგემობვნებ უნდა ამართლებდეს პროდუქტი შესაბამის წარწერას. ამიტომ, მოხარული ვარ რომ შეგვიძლია ქართველ მომხმარებელს ყველა სტანდარტის და საიდუმლოების დაცვით მომზადებული ნამდვილი იტალიური პიცა შევთავაზოთ. იმედს ვიტოვებ, რომ "დელეკატო" ქართველების საყვარელი კვების ობიექტი გახდება." - განაცხადა აიოლომ.
აღსანიშნავია, რომ "დელიკატო" ასევე უზრუნველყოფს სასურველი მენიუს მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში და უახლოეს მომავალში, თბილისში კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავს.